вторник, 1 ноября 2011 г.

,, ჩვენი აზროვნების დონეები"

1.   პროექტის  სახელწოდება:   სასწავლო- ,,ჩვენი  აზროვნების  დონეები"


                                                    თემა:  ,,ნატურალური  რიცხვები"

2. პროექტის  მთავარი  იდეა:
მოსწავლეებს  ვთხოვე  თემასთათ მიმართებაში   მოეძებნათ სახელმძღვანელოში სავარჯიშოები,  რომელიც გამოგვადგებოდა  ცოდნის  შესამოწმებლად,  გაგების
შესამოწმებლად.

მოთხოვნამ  გამოიწვია  ინტერესი, რამაც გადაგვაწყვეტინა  გვემუშავა  პროექტზე  სახელწოდებით: ,, ჩვენი  აზროვნების  დონეები"

3.პროექტის  აქტუალობა:
   შექმნიან  პროდუქტს  (ბუკლეტს),  რომლითაც  შეძლებენ საკუთარი  აზროვნების  მონიტორინგს. გაიგებენ პროგრამით გათვალისწინებულ  მასალას თუ რა დონეზე  ფლობენ.  ცოდნის, გაგების,  გამოყენების, ანალიზის,  სინთეზის  თუ შეფასების  დონეზე .

4. პროექტის  მიზნები:
განუვითარო  კვლევითი,  შემოქმედებითი, ანალიტიკური  უნარ- ჩვევები.

5.  მონაწილეთა  ასაკი:  11-12  წ.

6.ვადების  ხანგრძლივობა:  ერთი  თვე.

7. მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას:
                                                    შემოქმედებითი  პროდუქტი  -ბუკლეტი.

8.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
  სახელმძღვანელო, კომპიუტერი,ფურცლები, საწერი, პროექტორი.

9.პროექტის  მსვლელობა  (ძირითადი  აქტივობები)
  ა) მინი  ლექცია  ,,ბლუმის  ტაქსონომიაზე".ვესაუბრები,  რომ  პედაგოგის  ჩიკაგოს   უნივერსიტეტის პროფესორის ბ. ბლუმის  თეორიის  მიხედვით გამოყოფენ აზროვნების  შემდეგ  დონეებს:   ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება. ვარჩევ  თუ  როგორ  განიხილება  თითოეული, რომელი  დონის  უნარ- ჩვევაა  და რა  იგულისხმებ  ყურადღებას  ვამახვილებ  ,,ტაქსონომიაზე", რომ  ის ბერძნული  სიტყვაა   და  ნიშნავს განლაგების  კანონს. საგნის  სპეციფიკიდან  გამომდინარე  მოსწავლეებთან ერთად  ვახდენ    თითოეული  დონის  ციტირებას  და შესაბამისი  სავარჯიშოს  დასახელებას.

     მაგ: ,,ცოდნა-ამოიცანი, დაასახელე..."  ნებისმიერი  ორი  მომდევნო  ნატურალური  რიცხვის  ჯამი
    1)ბოლოვდება ნულით    2)ორნიშნაა   3)ლუწია   4)კენტია.

    ,,გაგება- შეასრულე, განასხვავე  დააჯგუფე...
  ჩაწერე  გაშლილი  ფორმით:
       ა)7215           ბ)1209                 გ)3002

    ,,გამოყენება-გამოიყენე  ცოდნა  სხვადასხვა სიტუაციაში"
     ერთ  ვაგონში  30  ტონა  ტვირთი  ეტევა. რამდენი  ჩაეტევა   12  ასეთ  ვაგონში?

      ,,ანალიზი- შეაჯერე,  დაადგინე,  ახსენი..."
       ქარხანა  ყოველ  9  საათში  ერთ  ხელსაწყოს  ამზადებს   რამდენი  ასეთი  ხელსაწყო  დამზადდება  დილის  8  საათიდან  12  საათამდე?
    ,,სინთეზი-დაასაბუთე, აღადგინე, შეადგინე.."
    მოიფიქრეთ  რაიმე  ექვსნიშნა  რიცხვი,  რომლის ერთეულების  კლასის  ციფრთა  ჯამი  ათასეულების  კლასის  ციფრთა  ჯამის  ტოლია.

   ,,შეფასება-შეაფასე, მიაკუთვნე რომელიმე კატეგორიას.."
   1 მ შალის  ქსოვილი  16  ლარი  ღირს, ბამბისა-8 ლარი.   რამდენი  ლარით  ძვირია  5  მ  შალის  ქსოვილი 5 მ   ბამბის  ქსოვილზე?                                


   ბ) საპროექტო  ჯგუფის  ჩამოყალიბება:  კლასს  ვყოფ  სამ  ჯგუფად (შერჩევის  პრინციპით)
   გ)პროექტის  გეგმის  შემუშავება  ჯგუფში:
      I  ჯგუფი:  მოიძიონ სავარჯიშოები სახელმძღვანელოდან,  ინტერნეტიდან ,,ცოდნაზე",  ,,გაგებაზე".
   II  ჯგუფი:  მოიძიონ  სავარჯიშოები   სახელმძღვანელოდან,   ინტერნეტიდან  ,,გამოყენებაზე",   ,,ანალიზზე".
       III  ჯგუფი:  მოიძიონ  სავარჯიშოები სახელმძღვანელოდან,  ინტერნეტიდან  ,,სინთეზზე",  ,,შეფასებაზე".
   დ) ნამუშევრების  შუალედური  განხილვა- შეფასებები
    ე)პროდუქტის  პრეზენტაცია: ჯგუფები  შეაჯერებენ   განხილულ  სავარჯიშოებს,  წარმოადგენენ  ელექტრონული     ვერსიით (ბუკლეტის  სახით)  და  მოახდენენ  თემის
  პრეზენტაციას.
  ვ)პროექტის  შემაჯამებელი  შეფასება:  შეფასება  მოხდება  წინასწარ  შედგენილი  რუბიკით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავშირი:
                                                    მათემატიკა  ისტ-თან.
11.პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  მზია  ლოლუა
12.ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:  mzia.lolua@gmail.com
13.პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:khobimzia.blogspot.com 







           

                               

Комментариев нет:

Отправить комментарий